Header image  
kino  
  
 
 
 
 


cisferi mTebi anu daujerebeli ambavi

ქართული მხატვრული ფილმი. მისი რეჟისორია ელდარ შენგელაია. გამოვიდა 1984 წელს. ფილმი გადაღებულია რეზო ჭეიშვილისამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

siuJeri

ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული… მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა - თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც - მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ… ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია… ფილმი ალეგორიული კომედიაა. იგი ნიღაბს ხდის საბჭოთა ბიუროკრატიზმს და უპასუხისმგებლობას. რედაქციაში მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები; ამ სისტემის არაეფექტურობა სრულდება პირდაპირ მნიშვნელობით დაწესებულების ნგრევით, გადატანით კი — საბჭოთა სისტემის ნგრევით.

rolebSi

  • რამაზ გიორგობიანი – სოსო
  • ვასილ კახნიაშვილი – ვასო
  • თეიმურაზ ჩირგაძე – დირექტორი
  • ივანე საყვარელიძე – მარკშეიდერი
  • სესილია თაყაიშვილი – ბუღალტერი
  • გრიგოლ ნაცვლიშვილი – იროდიონი
  • ვლადიმერ მეზვრიშვილი – გრიშა
  • ოთარ გუნცაძე – მღებავი
  • დარეჯან სუმბათაშვილი – ბელა
  • ზეინაბ ბოცვაძე – ლალი
  • ნინო თუთბერიძე – მდივანი
  • მიხეილ ქიქოძე
  • გ. ჩხაიძე – შუქრი
  • გურამ ლორთქიფანიძე – თენგიზი
  • გურამ პეტრიაშვილი – ქმარი
  • მედეა ჯაფარიძე
  • დოდო ჭიჭინაძე
  • ლია ელიავა – მსახიობი
  • ლიკა ქავჟარაძე
  • ოთარ კობერიძე – მსახიობი
  • ვასილ ჩხაიძე
  • შოთა ქოჩორაძე
  • გია ლაზიშვილი
  • ანზორ ღვინერია
  • ვაჟა ნოდია
  • დავით ხინთიბიძე
  • ოლღა თაბუკაშვილი
  • თეა – ნათელა გაბუნია
  • მაია ლოლაძე
  • ომარ შოთაშვილი – ჩაჩანიძე
  • ო. მელაძე
  • ვ. მელიქიშვილი
 

ixileT aseve